Monday, December 14, 2009

პროლოგი

ოდითგან ქართველს ეხერხება მოახლეობა ჩინგის ხანი ხომ დიდი ხანია აღარ არსებობს მონგოლეთი კი აგრალური სახელმწიფოა სადაც იურტებში დღესაც ცხოვრობს მოსახლეობა არც ვიცი ზუსტად რას იტყოდა კონფუციუსი მაო ძე დუნის ლოზუნგები რომ მოესმინა, მაგრამ ვიცი რომ სტალინს ხალხი ფეხზე ეკიდა, მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა და საკუთარი სახელისთვის მოღვაწეობდა. მე კი ვინა ვარ უთვისტომო ვიღაც პოეტი, უცნობ ენაზე გაუგებრად მოლაპარაკე. ამ ყველაფერთან ვერ გავიგე რა საერთო მაქვს მაგრამ რადგანაც მაინც ვრჩები ადამიანი და საკუთარი ისტორია მაინტერესებს, მე ვარ პოეტიც, ჩინგის ხანიც, კონფუციუსიც, მაო ძე დუნიც და სტალინიც ჩემში შეყრილან და თუ შევძელი მათი ქცევა ლექსის გმირებათ ესეც სრულებით ჩემი აზრით საკმარისია. ხომ შეიძლება რომ წაკითხვა ჩემი აზრების, ვინმესთვის გახდეს მომავალში საინტერესო, მეც ამ საკითხით რადგან თვითონ დავინტერესდი სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათი ჩაწერა. გთხოვთ რომ ლექსებათ არ ჩათვალოთ ჩემი ნაწერი. სივრცე დამჭირდა რომ ფიქრები გადაადგილდეს, მე მათ უბრალო საუბარის ფორმა მივეცი, რომ მკითხველს აზრის გამოტანა გაუადვილდეს.

1 Comments:

Blogger Ruska said...

Galaktionzec ambobdnen ra poeti eg ariso?! lotiao!...:D

10:32 AM  

Post a Comment

<< Home