პოემა 2
ყველაზე რთული დაცვაა ზომის
და ვერ გვიშველის თავის მართლება
გამარჯვებაა მიზანი ომის
გაბედულება და გამართლება
აგვისტოს ღამით დაიწყეს სროლა
რაზედაც ლექსად ეხლა მეთქმება
იყო ცხინვალზე გრადების სროლა
და ათასნაირ ჭურვთა ფეთქება
თითქმის დილამდე გაგრძელდა ბრძოლა
და ყუმბარების თავში ხეთქება
ხალხშიც პანიკა შიში და ძრწოლა
რაც გმირობაში ზოგ ზოგს ეთვლება
ვერ გამიგია მართლა რა ხდება
და აზროვნებაც არ მიდუნდება
ნუთუ ოცნება ჩვენი ახდება
და სამაჩაბლოც დაგვიბრუნდება
სიმახინჯეში ყოფნა მომწყინდა
სიტყვა ვერ ხარობს სულში ნამალი
და სილამაზე ისე მომწყურდა
როგორც ავადმყოფ სხეულს წამალი
აზრი ამართლებს როცა საღია
თუმცა სჭირდება სანამ ომი ღორს
ეს პოეზია იარაღია
რომ აგრესიის ბოლო მოიღოს
სხვა არც სჭირდება პოეტს მისია
თუკი ოცნებას სულში აახდენს
მისი ლექსები უვარგისია
ზემოქმედებას სანამ არ ახდენს
ჩემთვის ბუნებას რაც მოუცია
და მართალია არ მაქვს ხმა ბოხი
ეს ლექსებია რევოლუცია
და უშიშარი სიტყვის ამბოხი
სიტყვა ყველაფერს სახელებს არქმევს
მან შეიძლება დროც კი გაჭიმოს
და სწორედ მაშინ აკეთებს საქმეს
ყველა საქმეზე უფრო საჭიროს
სიტყვას აქვს ძალა გარშემო სივრცეს
განზომილება სხვა და სხვა მისცეს
იცის სიცხეში როგორ აგრილდეს
მას შეუძლია გადაადგილდეს
სიტყვა სულია ანუ სახელი
საგნის არსების გამომსახველი
საიდუმლოთა მათთა გამთქვამი
სიტყვა მხატვრული ენით ნათქვამი
სიტყვა ნივთი და სიტყვა სხეული
სულის ჯურღმულში შუქით ჩამწვდომი
ემოციებში ამოხვეული
შიგნით სიკეთის თესლის წამწყდომი
სიტყვა ურცხვი და სიტყვა მარადი
პოეტის ფარი და მუზარადი
სიტუაცია არეულია
ჯარისკაცებიც ბევრი დახოცეს
პოეტიც თითქოს მთვარეულია
ლექსად სიმართლეს ცდილობს გადმოსცეს
რომელიც ვეღარ გაურკვევია
რადგან ყველაფერს წყვიტავს წამი დღეს
და გზა რომ ვეღარ გაუკვლევია
თვითონ არ იცის საით წავიდეს
ბედიც სასტიკად ყველას ექცევა
რადგან წრესავით ოვალურია
და ახლობლისგან ზურგის შექცევა
გასაჭირის დროს ნორმალურია
წლები სჭირდება მიღწევას სიბრძნის
მას ვერ შეიძენ დახლებზე ბაზრის
და ჩემი სულიც მუდმივათ იბრძვის
გამოსატანათ განცდიდან აზრის
ცქერით ცხოვრების გული მომკვლია
დრOოთა ამდენი ტრიალ ბრუნებით
კაცის ცხოვრება მეტად მოკლეა
ხელოვნებაა გრძელი ბუნებით
ლექსიც არ ვიცი თუ რას ეძღვნება
თუმც საქართველო პოეტთ მხარეა
რა საშინელი გახლავთ შეგრძნება
როცა ცხოვრობ და არ გიხარია
ვიღას ჭირდება სულისკვეთბა
ანდა ფიქრები სულზე მარადზე
დღეს მთავარია ფულის კეთება
და ანგარიში ვიზა ბარათზე
ცრემლის თვისება მელანს ქონია
სიტყვაც გამქრალი ოქროს საწმისი
პოეტისათვის მელანქოლია
შემოქმედების არის საწყისი
სულიც ტყუილით მოქონილია
რომ მოგვაჩვენოს ყოფა სხვა ფერი
ადამიანის მოგონილია
ამ ქვეყანაზე სულ ყველაფერი
გადაიკეტა ჩვენი გრანტები
ყველას მოგვიწევს ალბათ ომი წელს
ყველა გავხდებით ემიგრანტები
უცხო ქვეყნებში წასვლა მოგვიწევს
ყველას მოგველის მძიმე გამოცდა
რადგან სიკვდილი ვატყობ მყისია
თუმც უამრავი ხალხი ამოწყდა
მაგრა ეს თურმე დასაწყისია
წარმოდგენა კი ეხლა იწყება
ბოლო კოშმარიც ვატყობ მზადდება
ქვეყანა სისხლით გადაირწყვება
და ყველაფერი ცხადი გახდება
პოემას რო ვწერ განა ვალია
თუმცა სასმენად დრო დახშულია
პოეზია ხომ განავალია
რაც ჩვენ სულებში მოხარშულია
ყველა ვინც მოჩანს განა გმირია
კარგზეც არ გვიკვირს ცუდი აღმოჩნდეს
და ჩემი აზრით გასაკვირია
ამ საბანძეთში გმირი აღმოჩნდეს
ბედთან არა ღირს თან გაურჩება
რადგან არავის ირგლივ არ ინდობს
სიკვდილს ვერავინ გადაურჩება
ოღონდ მოუწევს ყველას თავის დროს
ადამიანიც თითქოს მწერია
როცა სიკვდილი უყრის თვალს თვალში
არვის აცდება რაც უწერია
უფლის სახელით იღბლის დავთარში
გადის ცხოვრება მუქთა გარჯაში
და ქვეყანაზე მოსულთ დროებით
ზოგს სული ხდება ფულის ხარჯვაში
ზოგიც თავს იკლავს მისი გროვებით
ყველაფერს ალბათ ვიხილავთ თავად
ხედვის დროს კარგად იაზროვნება
მთავარი არის არ გავხდეთ ავად
რომ არ ჩაგვშხამდეს სიამოვნება
ხდება ყველაფრის გადაფასება
უცქერ და ტვინი გაგეთიშება
წარჩინებულთა არ დაფასება
არარაობის გაფეტიშება
უსამართლობის ამომზევება
კმაყოფილებით გადასირება
უნაყოფობის ამოღზევება
და სიყვარულის გათახსირება
თან თუ ყველაფერს ხაზი გავუსვით
სანამ ლაფია თითქმის უძირო
შენ ამ ყველაფერს სუფთა ნამუსით
მეტად ძნელია მშვიდად უცქირო
ხვდები ხალხია რანაირები
და თუ არ წერე გადაირევი
მეც რა თქმა უნდა უქმად არ ვცდები
თან აზროვნებაც ფაქტებს ეყრდნობა
ხოდა ფიქრი და მთელი განცდები
ენით ლექსებად გადაედნობა
და თუ ამითი ერთ ხანს დავკავდი
რითმის მიგნება აზრს დასჩემდება
მოდის ფიქრების მწყობრი ნაკადი
და აღარასდროს აღარ ჩერდება
მეც თვალს ვადევნებ გულდაწყვეტილი
რადგან ვგრძნობ დავსვა უნდა წერტილი
თუმც ლექსის არსი პოეზიაა
რასაც არქმევენ შემოქმედებას
ლექსების წერა პროფესიაა
და ყოველდღიურს ითხოვს ქმედებას
მადლობელი ვარ ღმერთის წყალობით
დილა იწყება ფრინველთ გალობით
და მზეს ამოსვლა რომ უხარია
ჩემი ეზოსკენ მოუხარია
ქვეყანაშია ომის სურნელი
ვფიქრობ ამაღამ სახლში არ დავრჩე
ალბათ ჯობია იყო სულელი
რომ აფეთქებას ჭურვის გადარჩე
თუ რა თქმა უნდა ჭურვი აგვცდება
სიკვდილი მაინც რამდენს მისწვდება
ჩანს საქართველო დაქუცმაცდება
ადრე რაც იყო დაგვავიწყდება
ვხედავ ეკრანზე ნანგრევს შენობის
პატიოსნებაც როგორც ნარკოზი
როკის გვირაბში ტანკი შემოდის
ეთათბირება პუტინს სარკოზი
აეროპორტიც მგონი დაგვიწვეს
მოკვდა რამდენი ადამიანი
შავი ზღვიდანაც სროლა დაგვიწყეს
შტურმია ფართომაშტაბიანი
ჰოსპიტალებში რომ ვერ ეტევა
გორში იმდენი დჭრილებია
თანაც კოდორზე მიდის შეტევა
ყველას თავისი გსჭირვებია
იღებს იარაღს ვინც მსურველია
ბრძოლაც სასტიკი გაიმართება
თუმც ყველა ხვდება სისულელეა
ეს ყველაფერი რაც გვემართება
სახიფათოა უკვე მგზავრობა
ვზივზრთ სახლებში Dდა სულ ეგ არი
თანაც რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა
არის სრულიად გაუგებარი
აბა უხსენი ეხლა ამ ბრიყვებს
რომ დღეს რუსებმა თითქმის დაგვიპყრეს
გამოიყენეს როკის კარები
შემოიყვანეს თავის ჯარები
და დაიკავეს რადგან ცხინვალი
ისევ წამოვლენ ალბათ წინ მალე
გაწმენდილია ტერიტორია
შტურმის მიზანი ახალგორია
რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა
შეცდომებზედაც რომ ვერ ვიზრდებით
ნუთუ არასდროს არ გვეშველება
და ვერასოდეს გამოვფხიზლდებით
თუმცა ძნელია რუსსზე მინდობა
Eღია კომფლიკტში ვატყობ გვათრევენ
გვინდა ქართველებს ყველას მშვიდობა
მაგრამ სამშობლოს რატომ გვართმევენ
ჩვენი საზღვრები ფეხქვეშ გათელეს
გადაგვივლიან სხვა წინ რა უდგათ
რადგანაც ვატყობ უკვე ქართველებს
მართლაც განკითხვის ჟამი დაუდგათ
ყველა კითხულობს რა გვეშველება’
თუკი შემთხვევით სადმე მიხვედი
ჩვენ წინ კი ხდება საშინელება
და არავინ ჩანს კაცი მიმხედი
ისტერია კი ისე მატულობს
ეჭვიც არ რჩება უკვე მცირედი
რომ თუმც მშვიდობას ყველა ნატრულობს
მისი მიღწევის ქრება იმედი
მეც სიმართლის თქმას არვინ მავალებს
მაგრამ ასაკი სამოცთანაა
და მოძიება გამოსავალის
ჩემთვის მთავარი ამოცანაა
მშვიდობის გამო ომის მზადება
გამოიგონეს არამზადებმა
როგორ დამყარდეს აბა მშვიდობა
ხალხი თუ ომს არ დაემშვიდობა
შრომას სჭირდება სულისკვეთება
ომიაა მუქთი ფულის კეთება
პირველ ადგილზე დგება ნაცია
მსხვერპლიც უცნობი ჯარისკაცია
როგორც ეტყობა დღეს კრიზისია
უარესი კი ალბათ წინ არი
თუმცა ვერ ვხვდები ბრალი ვისია
ან დამნაშავეც მართლაც ვინ არი
ხელისუფლება უვარგისია
ოპოზიცია გასაცინარი
თან თვალს გვიხვევენ უქონლად რიდის
ხოდა ცხოვრებაც ჩიხისკენ მიდის
ჩანს საქართველო სასაკლაოა
ბევრი ტანკია ბევრი ქვემეხი
შესაკრებელიც სასაფლაოა
დასაფლავება მერე ქელეხი
ზუსტად ვერ ვამბობ სახელს დროების
თუმც ეს ძილშიაც აღარ მასვენებს
გავს დიქტქტატურას სამხედროების
თან ბოლშევიკურ მარაზმს მახსენებს
დრო ბოროტებამ დააორსულა
ირგვლევ მშვიდობას ყველა ნატრულობს
ჩანს ყველაფერი უკვე მოსულა
ნახავ ვინ რაღას აღარ კადრულობს
თან ვინ რა იცის ვის რა მოუვა
შიშმა მსჯელობის ძალა წაგვართვა
ყველას გონია რომ გამოუვა
ქვეყნის საქმეთა სწორედ წარმართვა
ხალხიც არავის აღარ ენდობა
ნუთუ ვერ იქცა ერად ნაცია
სახეზე გახლავთ უიმედობა
და გონებრივი დეგრადაცია
გამოსავალი გახლავთ მარტივი
როგორც ძაღლები ნუ ვყეფთ ავები
დროა ერთმანეთს რომ ვცეთ პატივი
და შევიყვაროთ ჩვენი თავები
თორემ ასეთით ზიზღით ერთურთის
ერთ გუნდს ვერ შევქმნით თუნდაც ფეღბურთის.