რაშავორერა
პროლოგი რომელიც გუშინ ავტვირთე არის ჩემი ახალი წიგნის რაშავორერასთვის დაწერილი. იმდენი ვიმღერეთ სანამ RussiaWarEra არ დაგვემართა. წიგნში 5 პოემაა და რამოდენიმე ლექსი. გადავწყვიტე ყოველ დღე თითო პოემა წაგაკითხოთ. დავიწყეთ:
პოემა 1
ამინდების შორის თბილის
ან წვიმაა ანდა ქარი
და ვიხსენებ სანამ თბილისს
ლექსი მომდის ამდაგვარი
გამახსენა თავი დრომაც
დატენილმა თარიღებით
ხოდა სწორედ ამიტომაც
ლექსად გემუსაიფებით
ვერ გავიგე ამ ცხოვრების
ასავალი დასავალი
მეშინია მათხოვრების
თქვენგან რა მაქვს დასამალი
სიტყვა არვის არ ვაცალე
აღარა მყავს ახლობელი
ლექს ცხოვრება ვანაცვალე
არვინაა მადლობელი
წავალ იხურება ფარდა
ხომ არა ვარ აგასფერი
რადგან ქვეყნად ლექსის გარდა
არ მადარდებს არაფერი
მეტი შიში მქონდეს მე რის
ან სხვა რაღამ უნდა მარგოს
რომ უფლება ლექსის წერის
სამუდამოდ დამეკარგოს
სულ ზღვარზე ვარ რადგან თითქმის
საქმე აღმომიჩენია
და უფლება სიმართლის თქმის
მთელ ქვეყანას მირჩევნია
ვწერ ოცნება მორეული
ფიქრებისგან დანაცალი
არ მასვენებს ორეული
სიფხიზლეზე განაცვალი
ოცნებათა მაღაროში
ძველ სიზმარს რომ ვფარავ ახლით
ვხვდები უცხო სამყაროში
და ვერთობი წარმოსახვით
გაიზარდა თანაც ბზარი
სინამდვილეს დამთხვეული
სამუდამო თანამგზავრი
ბოდვაში მყავს ჩათრეული
რადგან ნიჭის ფანტანზია
უნებლიედ გადარგული
შემოქმედის ფანტაზია
სამოთხეა დაკარგული
აყოლილი აჩრდილს მისას
ვაკვირდები ცისკრის მნათობს
რომ შავი დღის დადგომისას
ჯოჯოხეთი გამინათოს
არ ვარ მიჩვეული შრომას
რაც მთელ ძალებს ჩემგან ითხოვს
ამიტომაც ვერ ვწერ რომანს
სხვამ რომ უნდა წაიკითხოს
რაზე დავწერ არც კი ვიცი
და დრო გახლავთ სანამ რთული
მის საწერად ვეღარ ვიცლი
ლექსებზე ვარ გადართული
გზიდან გაცდენს განცდა მცდარი
რომლის გამოც სული ხმება
პოეზია არის მკვდარი
სიტყვის ენით გაცოცხლება
და ვერ იმუშავებს ჯადო
თუ ფიქრია დანისლული
და პოეტმა თუ არ ჩადო
შიგნით მთელი თავის სული
ამიტომაც სიბრძნეს დამდგარს
ეკარგება გამართლება
რომლის უკნიდანაც არ დგას
ჭEეშმარიტი განათლება
და თუ პოეტი ხარ ალბათ
ზურგს მათრახი უნდა ირტყა
რომ გავრცელდეს ხალხში ამბად
შენი გამოთქმული სიტყვა
სიტყვა გზას ხომ თავად იგნებს
მიზანია განზრახული
და თუ არ სცემ ახალ წიგნებს
სულს აცდება გაზაფხული
შეგიძლიათ იყოთ წყნარად
რადგან ღმერთი მოწყალია
სიყვარული ფასობს მარად
პოეზიაც ცოცხალია
ხელოვნება სიტყვის ქსოვის
გვაძლევს პოეზიის ქსოვილს
და თუ ჩავდებთ შიგნით ეროსს
ლექსად უნდა შეიკეროს
ეგონება მუქთად ნურვის
გაუმკლავდეს შიშს ან სურვილს
და თუნდ მსგავსი იყოს ის კლდის
ვერვინ მოერევა სიკვდილს
ხდება ის რაც უნდა მოხდეს
მეტი რაღა დაგვრჩენია
სიტყვა გულში უნდა მოგხვდეს
თუკი გადასარჩენია
რითმებს ვხმარობ როგორც აფრებს
ამ არეულ დროის ქარში
და ოცნების ცაში მაფრენს
პოეზიის თეთრი რაში
თავს უფლება უნდა დართო
შენ ჭკუაზე ხალხი მართო
აუდიტორია ფართო
შენი თქმული ლექსით ართო
მათ გულებში ცეცხლი ანთო
მოეჩვენოთ ერთად ვართო
პოეტია ვისაც უჭირს
გადალახვა ბარიერის
და ამოსავსებათ კუჭის
გზით არ მიდის კარიერის
პოეტია ვისაც ტანჯავს
ძლიერ სხვისი გაჭირვება
და თავს შეუპოვრად ხარჯავს
როცა ვინმეს დასჭირდება
პოეტია ვისაც ჯერა
რომ გაუძლებს სული ტანჯვებს
მოვა სანატრელი ერა
და სიკეთე გაიმარჯვებს
პოეტია ვისაც უღირს
სანამ ლექსებს დაამზადებს
არ დაუგდოს ყური უღირსს
და არ აყვეს არამზადებს
ადგილს ფლობს რა პასუხსაგებს
და სურს თავის დამკვიდრება
კაცს ეს ისე ამსუნაგებს
ეჩქარება გამდიდრება
ხოდა რადგან ისე ვერ ძლებს
თანაც სანამ დრო იფარავს
ალბათ რამდენსაც კი შეძლებს
ხაზინიდან მოიპარავს
რომ გამოვთქვა რასაც ვფიქრობ
როცა ენას გავანაზებ
ვნების ხანძარს აზრით ვიქრობ
და რითმებით ვალამაზებ
ჩემი აზრით უკვე დროა
თავი ლექსებს მივანებო
აქ იმდენი სამხედროა
ფრთხილად ადამიანებო
გარშემოა მითქმა მოთქმა
მეორედ სურს მოსვლა ქრისტეს
ჭკუას კარგავს კაცთა მოდგმა
ისე ებრძვის ტერორისტებს
შეუყვარდა კარტი მგოსანს
ფულები აქვთ ბევრი ქაჯებს
წესიერს და პატიოსანს
გასაჭირი უდარაჯებს
ვეღარ ივლი აღმა დაღმა
ამომავალ მთვარის მდევლათ
რომ არ აგაფეთქოს ნაღმმა
ან არ აგიყვანონ მძევლად
ცას ღრუბლები ენისლება
შიშიც სულში იბინავებს
მეტროში არ შეისვლება
აფეთქებენ თვითმფრინავებს
მოკლედ აირია დრო და
მეც ზუსტად თქმა რამის მიჭირს
სულ სხვა გახლავთ ახლა მოდა
და სახელი კარგი ბიჭის
ყოვედღიურ განცდებს ავღწერ
თან თაობაც ჩემი ქრება
რასაც ვიგრძნობ იმას დავწერ
ანდა რაზეც მეფიქრება
მოლოდინში სიტყვის მართლის
იმ იმედით ფორმა შემრჩეს
თუმც პოეტად ბევრი არ მთვლის
მივაჭენებ რითმებს მე ჩემს
და იმედიც ერთი დამაქვს
თუნდაც სიტყვით აზრი ვთელო
დრო მოვა და ასეთ ამაგს
დამიფასებს საქართველო
პოემა 1
ამინდების შორის თბილის
ან წვიმაა ანდა ქარი
და ვიხსენებ სანამ თბილისს
ლექსი მომდის ამდაგვარი
გამახსენა თავი დრომაც
დატენილმა თარიღებით
ხოდა სწორედ ამიტომაც
ლექსად გემუსაიფებით
ვერ გავიგე ამ ცხოვრების
ასავალი დასავალი
მეშინია მათხოვრების
თქვენგან რა მაქვს დასამალი
სიტყვა არვის არ ვაცალე
აღარა მყავს ახლობელი
ლექს ცხოვრება ვანაცვალე
არვინაა მადლობელი
წავალ იხურება ფარდა
ხომ არა ვარ აგასფერი
რადგან ქვეყნად ლექსის გარდა
არ მადარდებს არაფერი
მეტი შიში მქონდეს მე რის
ან სხვა რაღამ უნდა მარგოს
რომ უფლება ლექსის წერის
სამუდამოდ დამეკარგოს
სულ ზღვარზე ვარ რადგან თითქმის
საქმე აღმომიჩენია
და უფლება სიმართლის თქმის
მთელ ქვეყანას მირჩევნია
ვწერ ოცნება მორეული
ფიქრებისგან დანაცალი
არ მასვენებს ორეული
სიფხიზლეზე განაცვალი
ოცნებათა მაღაროში
ძველ სიზმარს რომ ვფარავ ახლით
ვხვდები უცხო სამყაროში
და ვერთობი წარმოსახვით
გაიზარდა თანაც ბზარი
სინამდვილეს დამთხვეული
სამუდამო თანამგზავრი
ბოდვაში მყავს ჩათრეული
რადგან ნიჭის ფანტანზია
უნებლიედ გადარგული
შემოქმედის ფანტაზია
სამოთხეა დაკარგული
აყოლილი აჩრდილს მისას
ვაკვირდები ცისკრის მნათობს
რომ შავი დღის დადგომისას
ჯოჯოხეთი გამინათოს
არ ვარ მიჩვეული შრომას
რაც მთელ ძალებს ჩემგან ითხოვს
ამიტომაც ვერ ვწერ რომანს
სხვამ რომ უნდა წაიკითხოს
რაზე დავწერ არც კი ვიცი
და დრო გახლავთ სანამ რთული
მის საწერად ვეღარ ვიცლი
ლექსებზე ვარ გადართული
გზიდან გაცდენს განცდა მცდარი
რომლის გამოც სული ხმება
პოეზია არის მკვდარი
სიტყვის ენით გაცოცხლება
და ვერ იმუშავებს ჯადო
თუ ფიქრია დანისლული
და პოეტმა თუ არ ჩადო
შიგნით მთელი თავის სული
ამიტომაც სიბრძნეს დამდგარს
ეკარგება გამართლება
რომლის უკნიდანაც არ დგას
ჭEეშმარიტი განათლება
და თუ პოეტი ხარ ალბათ
ზურგს მათრახი უნდა ირტყა
რომ გავრცელდეს ხალხში ამბად
შენი გამოთქმული სიტყვა
სიტყვა გზას ხომ თავად იგნებს
მიზანია განზრახული
და თუ არ სცემ ახალ წიგნებს
სულს აცდება გაზაფხული
შეგიძლიათ იყოთ წყნარად
რადგან ღმერთი მოწყალია
სიყვარული ფასობს მარად
პოეზიაც ცოცხალია
ხელოვნება სიტყვის ქსოვის
გვაძლევს პოეზიის ქსოვილს
და თუ ჩავდებთ შიგნით ეროსს
ლექსად უნდა შეიკეროს
ეგონება მუქთად ნურვის
გაუმკლავდეს შიშს ან სურვილს
და თუნდ მსგავსი იყოს ის კლდის
ვერვინ მოერევა სიკვდილს
ხდება ის რაც უნდა მოხდეს
მეტი რაღა დაგვრჩენია
სიტყვა გულში უნდა მოგხვდეს
თუკი გადასარჩენია
რითმებს ვხმარობ როგორც აფრებს
ამ არეულ დროის ქარში
და ოცნების ცაში მაფრენს
პოეზიის თეთრი რაში
თავს უფლება უნდა დართო
შენ ჭკუაზე ხალხი მართო
აუდიტორია ფართო
შენი თქმული ლექსით ართო
მათ გულებში ცეცხლი ანთო
მოეჩვენოთ ერთად ვართო
პოეტია ვისაც უჭირს
გადალახვა ბარიერის
და ამოსავსებათ კუჭის
გზით არ მიდის კარიერის
პოეტია ვისაც ტანჯავს
ძლიერ სხვისი გაჭირვება
და თავს შეუპოვრად ხარჯავს
როცა ვინმეს დასჭირდება
პოეტია ვისაც ჯერა
რომ გაუძლებს სული ტანჯვებს
მოვა სანატრელი ერა
და სიკეთე გაიმარჯვებს
პოეტია ვისაც უღირს
სანამ ლექსებს დაამზადებს
არ დაუგდოს ყური უღირსს
და არ აყვეს არამზადებს
ადგილს ფლობს რა პასუხსაგებს
და სურს თავის დამკვიდრება
კაცს ეს ისე ამსუნაგებს
ეჩქარება გამდიდრება
ხოდა რადგან ისე ვერ ძლებს
თანაც სანამ დრო იფარავს
ალბათ რამდენსაც კი შეძლებს
ხაზინიდან მოიპარავს
რომ გამოვთქვა რასაც ვფიქრობ
როცა ენას გავანაზებ
ვნების ხანძარს აზრით ვიქრობ
და რითმებით ვალამაზებ
ჩემი აზრით უკვე დროა
თავი ლექსებს მივანებო
აქ იმდენი სამხედროა
ფრთხილად ადამიანებო
გარშემოა მითქმა მოთქმა
მეორედ სურს მოსვლა ქრისტეს
ჭკუას კარგავს კაცთა მოდგმა
ისე ებრძვის ტერორისტებს
შეუყვარდა კარტი მგოსანს
ფულები აქვთ ბევრი ქაჯებს
წესიერს და პატიოსანს
გასაჭირი უდარაჯებს
ვეღარ ივლი აღმა დაღმა
ამომავალ მთვარის მდევლათ
რომ არ აგაფეთქოს ნაღმმა
ან არ აგიყვანონ მძევლად
ცას ღრუბლები ენისლება
შიშიც სულში იბინავებს
მეტროში არ შეისვლება
აფეთქებენ თვითმფრინავებს
მოკლედ აირია დრო და
მეც ზუსტად თქმა რამის მიჭირს
სულ სხვა გახლავთ ახლა მოდა
და სახელი კარგი ბიჭის
ყოვედღიურ განცდებს ავღწერ
თან თაობაც ჩემი ქრება
რასაც ვიგრძნობ იმას დავწერ
ანდა რაზეც მეფიქრება
მოლოდინში სიტყვის მართლის
იმ იმედით ფორმა შემრჩეს
თუმც პოეტად ბევრი არ მთვლის
მივაჭენებ რითმებს მე ჩემს
და იმედიც ერთი დამაქვს
თუნდაც სიტყვით აზრი ვთელო
დრო მოვა და ასეთ ამაგს
დამიფასებს საქართველო
3 Comments:
sisadaveshia mteli mugami... :)
sisadaveshia mteli mugami... :)
magaria
Post a Comment
<< Home